მადრიდის "რეალმა" კარიმ ბენზემას კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტი თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან 2019 წლის ზაფხულამდის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების 2 სეზონით გახანგრძლივებას იუწყება.

ბენზემას ახალი კონტრაქტის დეტალებს ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ ღონისძიებაზე გამოცხადებენ. თუმცა, AS-ი გვამცნობს, რომ სეზონურ გასამრჯელოდ7.5 მილიონი ევრო დაენიშნება.

კარიმი ბლანკოსში 2009 წლიდან ასპარეზობს და ამ ხნის განმავლობაში 371 მატჩში 192 გოლი და 104 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული