ესპანეთის ნაკრები: ცხოვრება ჩავისა და ინიესტას შემდეგ

AutoSharing Option
2006 წლის მაისში ესპანეთის ნაკრების შუახაზში დაიბადა ტანდემი, რომელიც წლების განმავლობაში აოცებდა საფეხბურთო სამყაროს - "ლა მასიას" აღზრდილებმა - ანდალუსიელმა ანდრეს ინიესტამ და კატალონიელმა ჩავი ერნანდესმა ერთმანეთი ნაკრებშიც ბრწყინვალედ იპოვეს, ისინი თამაშით სტილით ერთმანეთს ავსებდნენ.

და აი, დრო მოდის, რომ ძველის ნაცვლად ახალი დუეტი გახდეს "ფურია როხას" მამოძრავებელი ძალა. ირონიულად, ახალი დუეტი ახლა "რეალს" წარადგენს - ისკო ალარკონსა და მარკო ასენსიოზე ვსაუბრობთ.

ჩავიმ და ინიესტამ ზედიზედ ორი ევრო და მათ შორის მუნდიალი ბრწყინვალედ განვლეს და გუნდს ტიტულების მოპოვებაშიც დიდებულად დაეხმარნენ.
მაგრამ დრო ულმობელია, ჩავი აღარ არის ნაკრებში, ინიესტა ჯერ კიდევ თამაშობს.

2017 წლის 2 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებმა 3:0 გაანადგურა იტალიის გუნდი უმნიშვნელოვანეს საკვალიფიკაციო მატჩში და სწორედ ამ შეხვედრაში დაიბადა ნაკრებში ისკო-ასენსიოს ტანდემი. "აძურას" მათ წინააღმდეგ არანაირი იარაღი არ აღმოაჩნდა. ისკო შუახაზს სიღრმიდან აკონტროლებდა, ასენსიო უფრო წინ იყო და მათ კარგად ეტყობოდათ, რომ ზინედინ ზიდანის ხელში ბრწყინვალედ შეთამაშდნენ.

ლამის იდენტური ფოტოები - ინიესტა იტალიელთა გარემოცვაში და წლების ისკო "აძურას" ბიჭების ალყაში

Sportall.Ge

Sportall.Ge
ხულიელ ლოპეტეგი მათ ყველა მწვრთნელზე უკეთ იცნობს, რადგან ახალგაზრდულ ნაკრებებში წლების განმავლობაში წვრთნიდა მათ. მას ეიმედება, რომ ისკო და ასენსიო რუსეთში ისევე გაიბრწყინებენ, როგორც ევრო 2008-ზე ჩავიმ და ინიესტამ შეძლეს.

ამ დუეტმა "რეალში" უკვე იმდენს მიაღწია სხვა ფეხბურთელებს კარიერაში რომ ეყოფოდათ, მაგრამ ახალგაზრდებს ჯერ ყველაფერი წინ აქვთ - ისკო მხოლოდ 25 წლისაა, ასენსიო კი სულაც 21-ის.

მოკლედ, თაობათა ცვლის პერიოდში ძალიან უნდა გაგიმართოს, როცა 6-იანის და 8-იანის პოზიციაზე ასე მოკლე დროში გამოჩნდეს ორი უაღრესად ნიჭიერი შემცვლელი. მათ ისიც კი მოახერხეს, რომ 33 წლის ინიესტასთან ერთად კარგი ტრიო შექმნეს. ისკოს და ასენსიოს ნამდვილად შესწევთ ძალა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ჩავისა და ინიესტას ანალოგიური კვალი დატოვონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული