მინო რაიოლა მესის "ბარსელონადან" წასვლას ურჩევს

AutoSharing Option
საქვეყნოდ ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა სატრანსფერო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს განიხილავს და ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვებას ურჩევს.

"მესის ახალი გამოცდილება სჭირდება. მან ძალები სხვა გუნდში უნდა მოსინჯოს და ამითი თავისი სიდიადე დაამტკიცოს. "ბარსელონას" კი კვლავ განახლება სჭირდება.

შეიძლება ითქვას, რომ სატრანსფერო ფანჯარა აღარ არსებობს. ახლა ფეხბურთელებს სახელმწიფოები ყიდულობენ და ეს უკვე ფეხბურთი აღარაა. დღეს 200-მილიონიანი ტრანსფერები უკვე ნორმალური რამაა." - აცხადებს მინო რაიოლა, რომელიც პოლ პოგბას, რომელუ ლუკაკუს, მარკო ვერატის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სხვა ვარსკვლავების გარდა, ვატო არველაძის აგენტიცაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული