ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კეინის და მბაპეს დუბლები - "ბაიერნი" და პსჟ მეოთხედფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა და ორი პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

„ბაიერნმა“ რომში 0:1 წაგების შემდეგ, სახლში „ლაციოს“ 3:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პსჟ-მა "სოსიედადს" ისევ სძლია, ამჯერად 2:1 და მეოთხედფინალში მეტოქეს ელის.

. პსჟ ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია - 15 მოგება და 6 ფრე. ნოემბრის შემდეგ არ წაუგია.
. მბაპემ ამ ტურნირის პლეი-ოფში 18 გოლი გაიტანა.
. კეინის ანგარიშზე „ბაიერნში“ 33 შეხვედრაში 33 გოლია - ჩემპიონთა ლიგაზე 27-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა
კარი. ინგლისელთაგან უფრო მეტი მხოლოდ რუნიმ გაიტანა - 30.
. "ბაიერნი" 1/4-ფინალში ბოლო 13 სეზონში 12-ჯერ გავიდა.
. პსჟ-მა მეოთხედფინალის საგზური 2021 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
. ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 57-ე "მშრალი მატჩი" ჩაატარა და კასილიასის რეკორდი გაიმეორა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“
ბაიერნი - ლაციო 3:0
გოლები: 1:0 კეინი (36), 2:0 მიულერი (45+2), 3:0 კეინი (66)

სან-სებასტიანი. „რეალ არენა“
სოსიედადი - პსჟ 1:2
გოლები: 0:1 მბაპე (15), 0:2 მბაპე (56), 1:2 მერინო (89)

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: შეუჩერებელი მბაპეს პსჟ-მა "სოსიედადს" მოუგო - "ლაციომ" "ბაიერნს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძაან მაგარია მბაპე. დღევანდელი მოცემულობიდან ალბათ საუკეთესოა.ესე თუ გააგრძელა ოქროს ბურთს აიღებს. პსჟ მგონია ლიგის მომგები, მიუხედავად იმისა რომ რეალი და სიტი მათზე უფრო ძლიერები არიან
დავით 67
02:13 06-03-2024
13

სიახლეები პოპულარული