ეს მთელი "ნაპოლის" მარცხია - რა თქვა დი ლორენცომ "ბარსელონასთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ისაუბრა:

"კარგია, რომ ახალი მწვრთნელი ჩვენს ბევრ მოთამაშეს იცნობს, პირველივე დღეს გასახდელში დიდი ენთუზიაზმით შემოვიდა. ერთიანები უნდა ვიყოთ, წინ კიდევ რამდენიმე მატჩია, ამიტომ გვაქვს შანსი, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ.

მაცარის წასვლა? ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ეს არის მთელი "ნაპოლის" მარცხი. მიუხედავად ცვლილებისა, გუნდმა ახალი მწვრთნელის წყალობით რეაგირება მალევე მოახდინა და უკვე "ბარსელონასთან" მატჩზე ვფიქრობთ. მეტოქის დასამარცხებლად მაქსიმალურად დავიხარჯებით", - განაცხადა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის მატჩი
დღეს, 21 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

altკალცონა: "ბარსელონასთან" ფრე კარგი შედეგი არ იქნება - შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს

alt"რას ვფიქრობ "კვარაზე"? - დე იონგმა ხვიჩაზე და "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ დილით,დილის გადაცემების სპორტულმა კომენტატორმაგანაცხადა,ნაპოლი თუ ბარსელონას გაივლის,თითქმის ნაღდია,ზაფხულში ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს,რაც სულ ცოტა,100 მილიონის დამატებითი შემოსავალიაო.არ ვიცი,ეს რამდენად რეალურია,მაგრამ გამოდის რომ თუ ბარსელონა გავა,მას ხვიჩას გამოსასყიდის შოვნის საშუალებაც გაუჩნდება.მთავარია,ეს მათთვის პრიორიტეტული იქნება თუ არა.მიუხედავად ბარსელონას დღევანდელი პრეზიდენტის მიმართ ძალიან ცუდი შეხედულებისა,ვფიქრობ დე ლაურენტისთან შედარებით,უმანკო კრავია და თვითონ ბარსელონაც,შეუდარებლად უფრო სასურველი კლუბია,ვიდრე პატრონისაგან განწირული,ერთსეზონიანი კლუბი, ნაპოლი.
სოსო
10:36 21-02-2024
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული