კალცონა: "ბარსელონასთან" ფრე კარგი შედეგი არ იქნება - შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს

AutoSharing Option
"ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ისაუბრა:

"თავიდან მინდა სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კოვაჩიჩს მადლობა გადავუხადო, რომ შეთავსებით მუშაობის უფლება მომცეს. ასევე მადლობა სლოვაკ ხალხს ჩემი დიდი პატივისცემის გამო.

რისი შეცვლა მოვასწარი? ბევრი ვერაფრის, მაგრამ განახლების პროცესის დაჩქარება მინდა. 4-3-3 ტაქტიკის მიიმდევარი ვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სქემას არ გამოვიყენებთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტად შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. "ბარსელონამ" რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა ძლიერი გუნდია. ჩვენ კი "ნაპოლი"
ვართ და არავისი არ უნდა გვეშინოდეს.

ოსიმენმა სრული დატვირთვით ივარჯიშა. ვინ არის კალცონა, ცოტა სარი და ცოტა სპალეტი? სამ დიდ მწვრთნელთან ვიმუშავე (აგრეთვე დი ფრანჩესკოსთან) და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ეს სათამაშო კონცეფციას შეეხება, რასაც მომავალში გამოვიყენებ. მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავალთ, ფრე კარგი შედეგი არ იქნება და ბოლოს ვნახვთ, რა გამოგვივა. ნეაპოლში განსაკუთრებული გულშემატკივრები არიან და მათ გასახარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მართალია ეს კაცი რას ერჩით
თაზო
13:14 21-02-2024
1
წარმატებები ხვიჩას და მის "ნაპოლის"!
მინდია
00:55 21-02-2024
1

სიახლეები პოპულარული