უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 12 წელში - ლევანდოვსკიმ პირადი ანტირეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "ბარსელონა" "ანტვერპენს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა.

ამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფური ეტაპი "ბლაუგრანას" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ მხოლოდ 1 გოლით დაასრულა.

ეს ერთი ზუსტი დარტყმა პოლონელმა პირველ ტურში სწორედ ბელგიური გუნდის წინააღმდეგ განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ თავისი 12 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა. მან 2011/12-წლების სეზონში "დორტმუნდის" მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეტოქეთა კარი მხოლოდ ერთხელ აიღო.