უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პეპემ ჩემპიონთა ლიგაზე ორი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში "პორტომ" "ანტვერპენს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

პორტუგალიელთა მზრიდან ბოლო გოლის ავტორი კეპლერ პეპე გახდა, რომელმაც ამ ზუსტი დარტყმით ორი რეკორდი დაამყარა.

40 წლისა და 254 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა და ამ ტურნირის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.