მიულერი კასილასს დაეწია და რონალდოს რეკორდს ემუქრება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში "ბაიერნმა" გასვლაზე "კოპენჰაგენი" 2:1 დაამარცხა.

მიუნხენელთა რიგებში 14 წუთი ითამაშა ტომას მიულერმა, რომელმაც თავი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ ეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვეტერანი გერმანელისთვის 101-ე გამარჯვება გახლდათ, რითაც იკერ კასილასს გაუთანაბრდა.

ახლა მიულერზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა. პორტუგალიელის ანგარიშზე 115 წარმატებით დასრულებული შეხვედრა მოდის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთერთი დაუფასებელი ფეხბურთელი. ბარეორ გაპიარებულ ვარსკვლავს ჯობდა. გვარდიოლა შარლატანს, სამი წელი რომ არ ეტარებინა ექსპერიმენტები, კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ბაიერნისგან ტიკი-ტაკას თამაშს ითხოვდა :)
ციციკორე
10:32 05-10-2023
1

სიახლეები პოპულარული