ნეაპოლში მიწისძვრა მოხდა - დღევანდელი მატჩისას უსაფრთხოების ზომებია მიღებული

AutoSharing Option
დღეს, 00:10 საათზე, ნეაპოლში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ძლიერი ნგრევა არ მოჰყოლია. Il Mattino-ს ცნობით, ქალაქის გარეუბნებში შეშინებული ხალხი ქუჩაში გავიდა და დილით რამდენიმე სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდა. ბიძგების განმეორების შემთხვევაში შეიძლებოდა "ნაპოლისა" და "რეალის" მატჩის გადატანის საკითხი დამდგარიყო.

ამასთან დაკავშირებით "დიეგო მარადონაზე" უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული. გულშემატკივრებს სთხოვეს, დროულად მივიდნენ არენაზე. პოლიცია და სტიუარდები კიბეებსა და გასასვლელებს შესაძლო ევაკუაციისთვის გააკონტროლებენ, რათა მაყურებლებმა დროულად დატოვონ სტადიონი.

spazionapioli იტყობინება, რომ ბიძგების გამეორების საფრთხე და პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა
არენიდან ევაკუაციის გეგმა არსებობს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
პომპეი და ჰერკულანუმი ნეაპოლიდან არც ისე შორს იყო, ვეზუვი იქვეა, ასე რომ, ეგ დიდად არავის უკვირს. როგორც ვიცი, შეგუებულნი არიან, რომ დაახლოებით 100 წლის მერე ნეაპოლი აღარ იარსებებს
ლუკა
09:55 04-10-2023
3
სამაჩაბლოში ნამდვილად მოახდინა მიწისძვრა პუტინმა,ქართველების სახლები ჯერ გადაწვა და მერე ბულდოზერებით გადაუარა!!!რა პატარა მეხსიერება გგქონიათ კომფორმისტებო!!!???
გუგა-ს
23:38 03-10-2023
10

სიახლეები პოპულარული