უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ინძაგი: ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა

AutoSharing Option
"ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" 0:1 დამარცხდა. ნამატჩევს მილანური გუნდის მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

"შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და უნდა ვიამაყოთ. ყველა ფეხბურთელს გადავეხვიე, ისინი ექსტრაორდინალურები იყვნენ, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები და სხვა შედეგს ვიმსახურებდით.

თქვენ ნახეთ ბოლო 25 წუთი. მოჩანდა, თითქოს ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასეთი რამ ხდება. მთელი ძალით ვითამაშეთ და ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებდით. ვფიქრობ, ასეთი განწყობითა და ორგანიზებულობით მომავალში აქ დავბრუნდებით.

მეტს ვიმსახურებდით, თუმცა მეტოქის წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენ ვიცით, ისინი
ბოლო წლებში ამის მისაღწევად რამდენს შრომობდნენ", - განაცხადა ინძაგიმ Sport Mediaset-ის ეთერში.