უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

გვარდიოლა: დავიღალე. "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ, BBC-სთან კომენტარი "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"დავიღალე. მშვიდად ვარ. გამარჯვების მოპოვება ძნელი იყო. ჩვენს საუკეთესო დონეზე ვერ ვიყავით. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა. თუმცა, "ინტერთან" საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგასთან ერთად ტრებლის გაფორმება რთული იყო.

ამ მოვლენის სასტუმროში ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშვნას ვაპირებთ. ორშაბათს მანჩესტერში აღლუმი გაიმართება".