კოვაჩს ამ სეზონში მსაჯობას აუკრძალავენ - რა შეღავათია ეს "ნაპოლისთვის"?

AutoSharing Option
"მილანისა" და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში უნგრული წარმოშობის რუმინელმა მსაჯმა იშტვან კოვაჩმა რიგი შეცდომები დაუშვა, რამაც შედეგზე გავლენა მოახდინა და აგრეთვე სტუმართა გუნდის ფეხბურთელები ფრანკ-ზამბო ანგისა და კიმ მინ ჯე საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რაც ნეაპოლელთათვის სერიოზული დანაკლისია. მოკლედ, ნებსით თუ უნებლიედ რეფერიმ გადაწყვეტილებები მასპინძელთა სასარგებლოდ მიიღო.

კოვაჩმა რაფაელ ლეაო იმის გამო არ გააფრთხილა, რომ კუთხურის ალამი ფეხით გატეხა, პიოტრ ზილენსკის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი რადე კრუნიჩს არ უჩვენა, შემდეგ კი ანგისა გააძევა.

internapoli კოვაჩის მუშაობას კატასტროფას უწოდებს
და იტყობინება, რომ "სან სიროზე" მატჩს უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი რობერტო როზეტი დაესწრო და უკმაყოფილება ვერ დამალა. მოკლედ, კოვაჩს უეფა ამ სეზონში ევროტურნირებზე მსაჯობას აუკრძალავს. ეს "ნაპოლისთვის" დიდი ვერაფერი შეღავათია, თუმცა საპასუხო მატჩზე დანიშნული არბიტრისთვის საჭირო სიგნალი იქნება. თანაც, "დიეგო მარადონაზე", სავარაუდოდ, მსაჯი ამდენს ვერ გაბედავს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
და რა?!ნახევარფინალს და ფინალს,ისედაც არავინ გააკარებდა!შეასრულა ვიღაცის დაკვეთა და ახლა წყნარად გააგრძელებს, ქვეყნის ჩემპიონატში მსაჯობას.იქაც რომ აკრძალვოდა,კიდევ რაღაცა აზრი ექნებოდა.1981 წლის თასების თასის ნახევარფინალში,ფეინოორდის სასარგებლოდ და დინამოს წინააღმდეგ საარაკო უნამუსობით ნამსაჯები მატჩის შემდეგ,ვერც კი წარმოვიდგენდი,თუ მსაჯი ფრანც ვიორერი,კიდევ სადმე იმსაჯებდა,მნიშვნელოვან მატჩში,მაგრამ 1986 წლის თასების თასის ფინალში,ისევ მან იმსაჯა და ისევ არანაკლები უნამუსობით.მართალია კიეველებმა მაინც გაიმარჯვეს 3-0,მაგრამ სამი კაცი დაუმტვრიეს მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელებმა,მსაჯის სრული წაყრუების ფონზე.კიეველებმა გოლებიც ისე გაიტანეს,რომ მსაჯი ვერაფერში შეედავებოდათ,თორემ არც გაუქმებაზე რომ არ დაიხევდა უკან,ჩვენზე უკეთ ვის ეცოდინება.ამის შემდეგ,წლები იყო გასული და საქართველო,უკვე როგორვ დამოუკიდებელი სახელმწიფო,ევროთასებზე ბრძოლაში რომ ჩაება და ჩვენი სტადიონები საშინელ დღეში იყო,ამ მატჩებისათვის სტადიონებოის ინსპექტირებისათვის,სწორედ ეს ფრანც ვიორერი მოავლინეს საქართველოში და ჩვენი წარმომადგენლის შეკითხვაზე,გახსოვს თუ არა ფეინოორდ-დინამოს მატჩიო,უარყოფითად უპასუხა.ვინ დაიჯერებს,რომ ნახევარფინალის მსაჯობა ვინმეს დაავიწყდება?მაგრამ ჩვენმა წარმომადგენელმა,ემანდ სტადიონზც არ მოგვდოს შარიო,შეხსენება ვერ გაუბედა.ასეა თუ ისე,მაგ ფაქტმა,არაპირდაპირ,მაგრამ დაადასტურა,რომ ფრანც ვიორერი,საბჭოთა გუნდების წინააღმდეგ გამიზნულად მსაჯობდა და ამით უეფას დაკვეთებს ასრულებდა.სხვანაირად,მას უეფას სტრუქტურებში,არავინ შეინარჩუნებდა.მაშინ ფინანსურთან ერთად,პოლიტიკური განწყობები განსაზღვრავდა ამ დამოკიდებულებას,დღეს კი,ალბათ მაინც ვიღაცის ფინანსური ინტერესები დააკმაყოფილა,ამ მსაჯმა.ვიორერისა არ იყოს,სავარაუდოდ,არც თვითონ დარჩება,დივიდენდების გარეშე,თუმცა ჩვენ ამას არავინ გაგვიმხელს.
სოსო
12:10 15-04-2023
2
რა გგონიათ მარტო ჩვენ მოსამართლეებს უყვართ კარგი ცხოვრება?
ასეა ეს
11:39 15-04-2023
5

სიახლეები პოპულარული