უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ცნობილია, რა ცვლილებებს განახორციელებს სპალეტი "მილანთან" საპასუხო მატჩში

AutoSharing Option
გუშინ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მოგეხსენებათ, გუნდებს შორის გასამართ საპასუხო მატჩში მონაწილეობას ფრანკ-ზამბო ანგისა და კიმ მინ-ჯე დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებენ.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში კამერუნელს ელიფ ელმასი შეცვლის, ხოლო სამხრეთკორეელს - ხუან ჟესუსი.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, იქამდე კი "პარტენოპეი" ჩემპიონატში "ვერონას" 15 აპრილს (თბ.დ 20:00 სთ) დაუპირისპირდება.

alt"ხვიჩას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს" - კალაბრიამ "კვარაზე" ისაუბრა

alt"გაანიავა

საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - როგორ აფასებს იტალიური მედია "კვარას" თამაშს

altსპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

ასევე დაგაინტერესებთ