"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო" - როგორ აფასებს იტალიური მედია "კვარას" თამაშს

AutoSharing Option
გუშინ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 81 წუთი გაატარა. ხვიჩას თამაშს იტალიური მედია გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"დიდებული მომენტი ვერ გამოიყენა, ამის შემდეგ კი სახიფათო მომენტის შექმნა ვეღარ მოახერხა. კალაბრიამ მის წინააღმდეგ თამაშს თავი კარგად გაართვა, ამაში კი კრუნიჩიც დაეხმარა" - Areanapoli-მ ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"გუნდის აყოლიებას ცდილობდა, მხოლოდ "კვარა" იბრძოდა" - Calcionapoli-მ "კვარას" 6 ქულა დაუწერა.

"პირველივე წუთზე შესანიშნავი მომენტი ჰქონდა, თუმცა კრუნიჩმა არ გაატანინა.
როდესაც სივრცეს პოულობს, დამანგრეველია, მაგრამ ორმაგი მეურვეობის დროს ყველაფერი რთულდება" - Eurosport-მა ხვიჩას თამაში 6 ქულით შეაფასა.

"თანაგუნდელებისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო, კრუნიჩი მის წინააღმდეგ არ დანებდა" - Sport.virgilio-მ ახალგაზრდა გარემარბს 6 ქულა დაუწერა.

"გაანიავა საგოლე მომენტი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო. მეტოქე, პრაქტიკულად, ვეღარ მოატყუა. კალაბრიას მის განეიტრალებაში კრუნიჩი დაეხმარა" - Sportmediaset-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"90-ე წამზე ბრწყინვალე მომენტი გაანიავა. მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურობდა" - Calciomercato-მ "კვარას" 5.5 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეისა" და "მილანის" განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altსპალეტიმ ნამატჩევს განაცხადა, რომ ანგისა გასაძევებელი არ იყო, ოსიმენი კი საპასუხო შეხვედრაში უეჭველად ითამაშებს

altკაცნაკლული "ნაპოლი" "მილანთან" მინიმალურად დამარცხდა - ყველაფერი "დიეგო მარადონაზე" გადაწყდება [VIDEO]

alt"ნაპოლი" კაცნაკლულია! - იტალიურმა გამოცემამ "პარტენოპეის" მოთამაშე გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 38 /
არ გაანიავა, მცველმა შეძლო მოგერიება
ავთო
09:18 17-04-2023
0
ხვიჩა ჯერ უბრალო,კარგი ადამიანია და მერე კარგი ფეხბურთელი.
ვუსურვებ მრავალი წელი საუკეთესოებში ყოფილიყოს...
დარწმუნებული ვარ ბევრ ნიჭიერ ბავშვს აიყოლიებს და ქართულ ფეხბურთსაც ეშველება.
წარმატებები ქართველებო...
დავითი
10:46 15-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული