სპალეტი: ეს სეზონის კულმინაციაა - ოსიმენის გარეშეც მოგვიპოვებია გამარჯვებები

AutoSharing Option
"მილანთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

"ნაპოლის" "სან სიროზე" ოსიმენი და სიმეონე ვერ დაეხმარებიან და სპალეტიმ განაცხადა, რომ რასპადორიმ დღეს სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, 100%-ით მზად არაა, მის მზადყოფნას ხვალ დილით განსაზღვრავენ და შემდეგ გადაწყვეტენ, ვის დააყენებენ თავდასხმაში.

მისი თქმით, ოსიმენის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, თუმცა გუნდმა იცის, როგორ ითამაშოს იმ შემადგენლობით, რომელსაც შეარჩევს; მნიშვნელოვანი შეხვედრები ვიქტორის გარეშეც მოუგიათ, მისი თამაში არ გარისკა, რამეთუ საპასუხო შეხვედრაში სასარგებლო იქნება და თავისი შეგირდებისა სჯერა.

"რაც
უნდა იყოს, ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. ეს ჩვენთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებებია. წარუმატებლობამ შეიძლება ყველაფერი წყალში გადაგვიყაროს. ამ მატჩებს მთელი მსოფლიო უყურებს. ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრებია? იმედია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები მექნება, თუმცა ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის კულმინაციური მომენტია. მწვრთნელისთვის კარგი საყურებელია, როგორი ენთუზიაზმით ემზადებიან ეს კარგი ბიჭები.

"მილანმა" სერია A-ში ჩვენთან დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა და მომავალ შეხვედრას ამის გათვალისწინებით დავგეგმავთ. 15 დღის წინ საუკეთესოდ არ გავისარჯეთ, მაგრამ მეტოქეზე სუსტები არ ვართ. ამ მატჩმა შეიძლება ჩვენი მომავალი განსაზღვროს და დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით", - დასძინა სპალეტიმ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
"იმენა" და "ბრატი" ხო სულ გოგებაშვილის დედა ენიდანაა რა))))))))))))))
ზურა-ს
15:23 12-04-2023
0
ნაპოლის წარმატებები თავდასხმაში ხვიჩას სწრაფი დრიბლინგი და ცენტრში შესვლაა,ასევე ოსიმენის მოგებული ფიზიკური დაპირისპირება ცენტრალურ მცველებთან.ხვიჩა თუ ოსიმენის ადგილზე ითამაშებს ორივე კოზირს დავკარგავთ.
თემო
12:47 12-04-2023
2

სიახლეები პოპულარული