ჩემპიონთა ლიგის მატჩის გმირს ტრავმა ჰქონია - კურტუა ერთა ლიგის შეხვედრებს გამოტოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა ერთა ლიგის მატჩებს გამოტოვებს.

ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც მას ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე აწუხებდა და 100 პროცენტით მზად მოედანზე გასასვლელად არ იყო, თუმცა თამაშზე უარი არ თქვა და შეხვედრის გმირიც გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური ავტორიტეტული გამოცემა Marca ავრცელებს.

ამავე ჟურნალის მტკიცებით, ტიბო რამდენიმე კვირას გამოტოვებს საზარდულის ტრავმის გამო.

აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელმა ირვინ ლემენსმაც დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის ფონზე, ბელგიელმა მეკარემ "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართულ ფინალურ მატჩში 9
სეივი განახორციელა და ტიტულის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული