"სილქუნივერსალმა" და Silk-ის სპორტულმა არხებმა ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის მატჩების ექსკლუზიურად ტრანსლირება დაიწყო

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყაროს ორი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიების ტრანსლირების (ჩემპიონთა და ევროპა ლიგის) უფლება მომდევნო სამი წლის განმავლობაში "სილქნეტმა" მოიპოვა.

კომპანიას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლებაც გააჩნია და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სპორტის მოყვარულს ლა ლიგის ტურნირს სთავაზობს Silk-ის სპორტული არხების მეშვეობით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სხვა სპორტული სეზონისგან განსხვავებით, განსაკუთრებით დატვირთული საეთერო პროგრამა ექნება არხ "სილქუნივერსალს", რომელიც ციფრულ მაუწყებელში უფასოდ ვრცელდება და სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც მაუწყებლობს.

როგორც "სილქნეტში" გვითხრეს, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესი და საგანგებოდ მოემზადა
საფეხბურთო სეზონისთვის. სპორტის მოყვარულისთვის ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ყველა ძირითადი თამაში უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება არხ "სილქუნივერსალის" მეშვეობით.

ამ არხზე ყოველ სათამაშო დღეს მინიმუმ 2 შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება, კომპანიის მიერ UEFA-სთან გაფორმებული შესაბამისი კონტრაქტების მიხედვით. გარდა ამისა, "სილქნეტმა" ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ განაახლა თემატური კონტენტი და Silk Sport არხები რამდენიმე პაკეტში გადაანაწილა, რომ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა სპორტული სანახაობა მომხმარებლებისთვის. თვეში 4 ლარიდან, ქსელში ჩართული მომხმარებელი ყველა ძირითად მატჩს მიადევნებს თვალს პირდაპირი ეთერით და ჩანაწერით.

SilkTV-ის აბონენტს შეუძლია გაიაქტიუროს:

  • პაკეტი "მიქსი 1" (8 არხი), მასში შედის Silk Sport 1, რომელიც ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ახდენს და Setanta + და ასევე რეიტინგულ კინოარხებს მოიცავს. ამ თემატური პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.
  • თემატური პაკეტი "მიქსი 2" (8 არხი), რომელშიც Silk Sport 2; Silk Sport 3 შევიდა; ასევე Setanta + და 5 კინოარხი. პაკეტის ყოველთვიური საფასური 4 ლარია.
  • თემატური "სპორტ ექსკლუზივი" თავს უყრის 10 სპორტულ არხს: სამივე Silk Sport არხი; Setanta და Setanta +; ასევე Eurosport HD; VIASAT Sport; არხები: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ - ყოველთვიური გადასახადი 7 ლარია.

გარდა ამისა, სპორტული არხების Silk Sport 1; Silk Sport 2; Silk Sport 3 ერთი დღით 1 ლარად გააქტიურება შეუძლია SilkTV-ის ნებისმიერი პაკეტის აბონენტს.

პაკეტის შეუცვლელად ან თემატური სპორტული არხების გააქტიურების გარეშე, სპორტის გულშემატკივარს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებში (სამშაბათი-ოთხშაბათი) 24 საათით ჩაირთოს მისთვის სასურველი Silk Sport არხი.

ვინც არ სარგებლობს ციფრული მაუწყებლით და არც SilkTV-ის ქსელშია ჩართული, შეუძლია აპლიკაცია ჩამოტვირთოს ნებისმიერ მოწყობილობაზე და თვეში 4 ლარად თვალი ადევნოს სხვადასხვა ჟანრის არხს, მათ შორის Silk-ის სპორტულ არხებს და Silk უნივერსალს.

სხვა ინტერნეტქსელის მომხმარებლებისთვის "სილქნეტს" შექმნილი აქვს პროდუქტი SILK TV ოპტიმა, რომლის დასაინსტალირებლად აუცილებელია პროვაიდერი გაწვდიდეთ, მინიმუმ, 3 მბ/წმ ინტერნეტსიჩქარეს. დეკოდერის შეძენა შესაძლებელია "სილქნეტის" ნებისმიერ სერვისცენტრში. ამ სერვისით თვეში 15 ლარად 58 არხი გაუაქტიურდება მსურველს, მათ შორის, Silk-ის სპორტული არხები და Silk უნივერსალი - გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით.

სპორტის მოყვარული მომხმარებელი ექსკლუზიურად Silk-ის სპორტულ არხებზე და უფასო, ციფრულ "სილქ უნივერსალზე" იხილავს:

  • კალათბურთი - NBA, ევროლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ადრიატიკის ლიგა.
  • ჩოგბურთი - ATP 500 და ATP 1000 ტურნირები ( ვაშინგტონის, ლონდონის, მონრეალის, ცინცინატის, პარიზის, მილანის, ბაზელის, ვენის, პეკინის, ტოკიოს, შანხაის მასტერსები), Next Generation-ის ტურნირი. დევისის, ლეივერის და ფედერაციის თასის ნახევარფინალები და ფინალი.
  • რაგბი - შეხვედრები ტესტმატჩებიდან.
  • ხელბურთი - ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი ქალებში.
  • ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები; ძალოსნობა - მსოფლიოს ჩემპიონატი.

ყველა სპორტულ ღონისძიებას წარუძღვებიან კომენტატორები ქართულ ენაზე.

®
მკითხველის კომენტარები / 6 /
SILK TV ოპტიმა-ზე ევროსპორტის და სეტანტას არხები რომ იყოს კარგი იქნებოდა.
Mindia
10:29 20-09-2018
1
სილკთან ერთი თხოვნა მაქ იქნებ რეგიონებშიცო მოიფიქროთ რამე ნუ დაგვტოვებთ მაგტისატის ხელში.გაგვატყავეს სპორტის ფანები.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული