ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "რომამ" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "ბარსელონა" და ნახევარფინალში გავიდა.

ამ შეხვედრის წინ რომაული გუნდის მწვრთნელმა დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ "ჩელსის" 3:0 მოუგეს და ეს ანგარიში აწყობდათ. მე-6 წუთზე კი ანგარიში იმ ჯეკომ გახსნა, რომელმაც "კამპ ნოუზე" 1:4 წაგება მსაჯებს დააბრალა. მან დე როსის გადაცემა მიიღო, ცენტრალურ მცველებს გაექცა და ბურთს ადგილი ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა.

მასპინძლებს ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშები და 28-ე წუთზე შიკმა ახლო მანძლიდან თავურით ააცილა ბურთი კარს. ჯალოროსი შეტევაში აქცენტს
მაღალ გადაცემებზე აკეთებდა, სადაც აშკარად სჯაბნიდნენ მოწინააღმდეგის მცველებს. 36-ე წუთზე ჯეკოს ტერ შტეგენმა არ დაანება მეორე გოლის გატანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა თითქოს თავი დააღწიეს მეტოქის პრესინგს და ბურთზე კონტროლი დაამყარეს. თუმცა, კონტრეშეტევაზე პიკემ ჯეკო მოცელა და თერთმეტმეტრიანი დე როსიმ გამოიყენა - 2:0. 82-ე წუთზე კი მანოლასმა მესამედ დაამწუხრა "ბარსა" და "რომა" 34 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში, ასულგრანა კი ზედიზედ მესამედ გამოეთიშა გათამაშებას მეოთხედფინალიდან.


რომი. "ოლიმპიკო". 56 580 მაყურებელი
რომა - ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 ჯეკო (6), 2:0 დე როსი (58, პენ), 3:0 მანოლასი (82)
რომა: ალისონი, მანოლასი, ფასიო, ჟუან ჟეზუში, ფლორენცი, ნაინგოლანი (ელ შაარავი 74), სტროოტმანი, დე როსი, კოლაროვი, შიკი (უნდერი 73), ჯეკო

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო (დემბელე 85), პიკე, უმტიტი, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი (ალკასერი 85), რაკიტიჩი, ინიესტა (ანდრე გომეში 81), მესი, სუარესი

მატჩის შემდგომი კომენტარები:

▶ ეუსებიო დი ფრანჩესკო: ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ...
▶ ერნესტო ვალვერდე: ეს ფეხბურთია და ხანდახან უნდა იტანჯო
მკითხველის კომენტარები / 21 /
მესი გაპიარებული ფეხბურთელი ყოფილა:)
თაზო
11 აპრილი 2018 09:33
7
მახსოვს კენჭისყრაზე რომას ბარსელონა რომ შეხვდა ტოტის როგორ აჩვენებდნენ კადრში,ყველა დამცინავად უყურებდა კომენტარში კი თქვა ვიცით როგორ უნდა ვეთამაშოთო:)
ucha martalishvili
11 აპრილი 2018 08:51
1
ბოღმიანებო დისლაიქს რატომ აძლევთ და კიდე სტატიიის ავტორო შენ ჩელსის რომ რომამ მოუგო თამაში ეტყობა არ გინახავს რატომ იყო ერთი სუპერსენსაცია მითხარი ფეისბიქი და გაჩვენებ ბილეთს სადაც რომას მომდევნო ეტაპზე გასვლა მიწერია
ტოტტი
11 აპრილი 2018 01:14
4
რომულუსებს მალადეეც!!!რომა 3-0 მესი....ასე არ ჯობია!!! სმწუხაროა რო ასეთი გაპიარებული ფეხბურთელი მთელი კარიერის მანძილზე ვერ ახერხებს გამოუვალი სიტუაციის დროს ისეთი გამოსავალის მოძებნას რო თქვა აი მარტო ამან მოიგო თამაშიო....ვერც ნაკრებში და ვერც აგერ უკვე თავის გუნდშიც....რას გავდა ბარსას თამაში გასულები ვართო....ხოდა ხეხონახლა უნიტაზები!!!
Sportfaza
11 აპრილი 2018 01:02
17
ბარსელონა-ბაიერნი 3-0 კოლუმბია-არგენტინა 1-3 მესის ვინ მიეხმარა ამ თამაშების მოგებაში?! გადამწყვეტი მომენტი არ იყო თუ?! არგენტინა-ირანი 1-0
გენო
11 აპრილი 2018 11:40
2
გაასწორეს მიზანი დე როსიმ და მანოლასმა რა იყო ეს არ ამოასუნთქეს
z
11 აპრილი 2018 00:58
0
ესეთი სიხარული კარგა ხანია რომას არ მოუნიჭებია
ტოტტი
11 აპრილი 2018 00:57
2
ვინ უფრო მეტს გაიტანს,მთელი რომა თუ მესი???ამის მომფიქრებელს რა უთხარი:)მესი არა ბაბუაჩემი კიდო არ გინდათ:)
ucha martalishvili
11 აპრილი 2018 00:50
3
ამ საცოდავ ბარსელონას და ლეო მესის იტალიელებო 3-0 უგებენ..რომა რომ ამას გიზამს რა გუნდი ხარ?რეალ მადრიდ!!!რონალდო თუ მესი???:)
ucha martalishvili
11 აპრილი 2018 00:46
15
ჰალა მადრიიიიიდ ჰალა რონალდოოოოოოოოოოოო
გია
11 აპრილი 2018 12:01
3
მესი!!!
hghghg
11 აპრილი 2018 09:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული