უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მორიგი რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელმა ტურინის "იუვენტუსის" კარში დუბლი შეასრულა და ეს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-10 შეხვედრა აღმოჩნდა, რომელიც გატანილი ბურთის გარეშე არ დატოვა. აღნიშნული შედეგი კი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანომ "ბებერი ქალბატონის" კარი პირველად 2:47 წუთში აიღო. ეს მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი აღმოჩნდა.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი: "რეალმა" "იუვენტუსს" ტურინშივე მოუთავა საქმე [VIDEO]