ფრანჩესკო ტოტი: ვიცით, როგორ ვითამაშოთ "ბარსელონას" წინააღმდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ფრანჩეკო ტოტიმ გააკეთა.

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ეტაპზე ყველა გუნდი ძალიან ძლიერია.

ვიცით, რომ "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ასევე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.

ყველა ელის, რომ კატალონიელები ადვილად დაგვამარცხებენ, მაგრამ ფეხბურთი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ არ იცი, როდის რა მოხდება.

ითამაშო ისეთი ძლიერი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორებიც ლიონელ მესი და ლუის სუარესი არიან, ძალიან დიდი მოტივაციაა", - აღნიშნა ტოტიმ.



მკითხველის კომენტარები / 3 /
შახტარი ძლივს გაიარეთ რა ბარსელონა :) ერთი თქვენ იცით და ბარსასთან თამაში და მეორეთი მილანს გაუმართლა არსენალთან შეხვედრით
ზვიადი
21:07 16-03-2018
2
ეგ ხომ მეც ვიცი და ყველამ იცის.ერთით მეტი გოლი უნდა გაუტანო და მორჩა.მარტივზე მარტივია.
არა რა ხალხო,მაშ ეხლა მე,რობოტი ვარ?არა და ამათ ვერაფრით ვერ ვაჯერებ.
სოსო
17:55 16-03-2018
3

სიახლეები პოპულარული