ვინჩენცო მონტელა: ეს განსაკუთრებული ღამე იყო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოთიშვის შემდეგ კომენტარი "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო "სევილიას" პრეზიდენტს, რომელმაც შანსი მომცა, რომ ეს გუნდი გამეწვრთნა. ასევე მადლობა გულშემატკივარს შესანიშნავი მხარდაჭერისთვის.

ეს განსაკუთრებული ღამე იყო. ჩვენ თავი ბრწყინვალედ დავიცავით იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ბენ იედერი ძალიან თავდაჯერებული მოთამაშეა და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა", - აღნიშნა მონტელამ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული