ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩი: "სევილიამ" "მანჩესტერს" სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "მანჩესტერი" სახლში 1:2 დამარცხდა "სევილიასთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

ანდალუსიაში უგოლო ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ "სევილია" სტუმრად დაცვაში როდი ჩადგა, ღია ფეხბურთი შესთავაზა "მანიუს", მართლაც ლამაზი მატჩი გაიმართა და მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ბენ იედლერმა დუბლი მიითვალა, რაზეც ლუკაკუმ 84-ე წუთზე ერთი გოლით უპასუხა, დარჩენილ დროში "მანიუ" უშედეგოდ ეცადა მატჩის გადარჩენას და ტურნირს გამოეთიშა.

"სევილიამ" "იუნაიტედის" კარის მიმართულებით 21-ჯერ დაარტყა, რაც ბოლოს "ოლდ ტრაფორდზე" 7 წლის წინ მოხდა. "სევილია" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 60 წლის
შემდეგ პირველად გავიდა.

მანჩესტერი - სევილია 1:2

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
გოლები: 0:1 ბენ იედლერი (74), 0:2 ბენ იედლერი (78), 1:2 ლუკაკუ (84)

მანჩესტერი (4-5-1): დე ხეა, ვალენსია (მატა 77), ბაიი, სმოლინგი, იანგი, მატიჩი, ფელაინი (პოგბა 60), ლინგარდი (მარსიალი 77), რეშფორდი, სანჩესი, ლუკაკუ

სევილია (4-5-1): რიკო, მერკადო, კიაერი, ლანგლე, ესკუდერო, ნ’ზონზი, ვასკესი (პისარო 87), ბანეგა, კორეა (გეისი 89), სარაბია, მურიელი (ბენ იედლერი 72
მკითხველის კომენტარები / 10 /
რეალი და ბარსელონა ყოფილა ტოპ გუნდა და პლუს მანჩესტერი, ამის დამწერი კარგად ერკვევა ფეხბურთში
Musenbezi
13:05 14-03-2018
4
მაურინიოს მანჩესტერში მიმყვანის ტვინში ჩამახედა რა - ფერგუნსონის ეპოქის მერე ეს ანტიფეხბურთის მიმდევარი რატომ დანიშნეს საერთოდ. კარგია რომ ასე მოხდა - იმედია მორჩა მაურინიოს ანტიფეხბურთის დრო.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული