უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

ჟოზე მოურინიო: მეორე გოლმა გაგვანადგურა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 18/-ფინალურ შეხვედრაში დამარცხება "მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ შემდეგნაირად ახსნა:

"პირველი გოლი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა პირველი მატჩის შედეგს. ვეცადეთ დებიუტშივე აგრესიულად შეგვეტია, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ, მეტოქემ კი სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდო.

მეორე გოლმა გაგვანადგურა. ეპიზოდებში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით. მოწინააღმდეგემ "ბურთი წაგვართვა". ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვება არ უნდოდათ.

ასეთია ფეხბურთი. დავმარცხდით. ხვალ იქნება კიდევ ერთი დღე, შაბათს კი კიდევ ერთი თამაში. კარგია, რომ ფეხბურთელები იმედგაცრუებას ვერ მალავენ, მაგრამ ჩვენ განცდებისთვის დრო არა გვაქვს".
ასევე დაგაინტერესებთ