უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

პეპ გვარდიოლა: "მანჩესტერ სიტის" ჯერ არ მიუღწევია "ბარსელონას" დონისთვის

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ "ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ეს ჩემპიონთა ლიგაა, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. საკმარისია გავიხსენოთ ევროპა ლიგაზე "არსენალისა" და "ესტერსუნდის" დაპირისპირება.

პრაქტიკულად გასულები ვართ მეოთხედფინალში, ვინაიდან პირველი მატჩი 4:0 გვაქვს მოგებული. კლუბის ისტორიაში მეორედ უნდა გავიდეთ ამ ტურნირის 1/4 ფინალში.

"ბარსელონას" დონისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ამ გუნდის ფეხბურთელები 15-20 წლის მანძილზე ევროპაში დომინირებდნენ. ჯერ მხოლოდ ერთი ტურნირი მოვიგეთ. "ბარსასთან" შედარება რომ დავიმსახუროთ,
საფეხბურთო მწვერვალზე დიდხანს უნდა ვიყოთ".
ასევე დაგაინტერესებთ