უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

რიო ფერდინანდი კრისტენსენზე: მესის ასეთი შანსი როგორ უნდა მისცე?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა, რომელიც ახლა Bt Sport-ის საფეხბურთო მიმომხილველია, "ჩელსისა" და "ბარსელონას" შეხვედრაზე ისაუბრა.

ფერდინანდს ანდრეას კრისტენსენისთვის, რომელსაც გაშვებულ გოლში დიდი "წვლილი" მიუძღვის, კრიტიკა არ დაუკლია.

"არ მესმის, ასეთი დონის თამაშში ისეთ ფეხბურთელს, როგორიც მესია, მსგავსი შანსი როგორ უნდა მისცე? ამ დროს ყოველთვის დაისჯები და ბურთი შენს კარში აღმოჩნდება.

კრისტენსენმა საშინლად ითამაშა და "ჩელსის" ისედაც რთული მისია კიდევ უფრო გაურთულა", - აღნიშნა ფერდინანდმა.