ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: მესიმ ნავსი გატეხა და "ბარსელონას" ფრე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18/-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" ლონდონში "ჩელსისთან" ფრეს მიაღწია (1:1).

როგორც თავად აღიარა "ჩელსის" მენეჯერმა ანტონიო კონტემ, ამ შეხვედრის წინ ძილი გაუტყდა, რადგან საფიქრალი მართლაც სერიოზული ჰქონდა. მან თქვა, რომ უბურთოდ უნდა ეტანჯათ და თავი არ უნდა დაეკარგათ. შესვენებამდე არც დაუკარგავთ. ბურთის ფლობა პირველ ტაიმში 34/66-ზე გახლდათ. იტალიელმა ძალიან ფრთხილი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია. პრაქტიკულად უფორვარდოდ გაიყვანა გუნდი მოედანზე და "ცრუ ცხრიანზე" აზარი დააყენა. სხვათა შორის, პლეი-ოფების ისტორიაში პირველად "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი ინგლისელი არ იყო.

მიუხედავად "ბარსას"
ტერიტორიული უპირატესობისა, საგოლე მომენტებს უფრო ხშირად მასპინძლები ქმნიდნენ: აზარმა შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ვილიანმა კი ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს.

62-ე წუთზე ვილიანმა მესამე ცდიდან დალაშქრა ტერ შტეგენის კარი, თუმცა 75-ე წუთზე ინიესტამ მცველების შეცდომით ისარგებლა და მისი პასით მესიმ ანგარიში გაათანაბრა. ეს მისი პირველი გოლი იყო "არისტოკრატებთან" მე-9 მატჩში.

მოკლედ, ლეომ ნავსი გატეხა და თავის გუნდს გამარჯვების ტოლფასი ფრე მოუპოვა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
ჩელსი - ბარსელონა 1:1
ლონდონი. სტადიონი „სტემფორდ ბრიჯი“ 37 741 მაყურებელი
გოლები: 1:0 ვილიანი (62), 1:1 მესი (75)
ჩელსი (5-4-1): კურტუა, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, ალონსო, მოზესი, კანტე, ფაბრეგასი (84. დრინკოუტერი), აზარი, პედრო (83. მორატა), ვილიანი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ინიესტა (90+2.გომესი), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, პაულინიო (63. ვიდალი), მესი, სუარესი
მკითხველის კომენტარები / 7 /
პასსაც გამოყენება უნდა, მესი იმოტოა მაგარი რომ შესასრულებელს ასრულებს(!) მის ადგილზე ათიდან რვას შეიძლება ბურთი კარისთვის აეცილებინა.
levani
10:56 21-02-2018
4
ბარსას გაუმარტლა რო მესი ყავს ერთი შანსი 90 წუთში და ერთი გოლი კლასმა თავისი ქნა, მაგრამ ჩელსი უკეთესად ამწვავებდა თამაშს და უფრო მეტი შანსი ქონდა მაგრამ არ გაუმართლა სრული ამსიტყვის მნიშვნელობით...
achi
10:49 21-02-2018
0

სიახლეები პოპულარული