ტურინის "იუვენტუსის" მცველი მატია დე შილიო ფიქრობს, რომ მის გუნდს ლონდონის "ტოტენჰემის" ბარიერის დაძლევა შეუძლია.
"ვიცოდით, რომ თამაში რთული იქნებოდა. "ტოტენჰემს" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, განსაკუთრებით, ნახევარდაცვასა და თავდასხმაში. ვფიქრობ, 2:0-ზე ტაქტიკური შეცდომა დავუშვით. ძალიან ღრმად ჩავჯექით დაცვაში და მეტოქეს ნახევარდაცვაში ბურთის კონტროლის საშუალება მივეცით.
საწყენია, რომ ასეთი უპირატესობა დავკარგეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლას შევძლებთ", - თქვა დე შილიომ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსსა" და "ტოტენჰემს" შორის მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.