სიყვარულის დღე და ჩემპიონთა ლიგა - პრობლემის მოგვარება ფრანგულად

AutoSharing Option
14 თებერვალს წმინდა ვალენტინის დღეა და მსოფლიოშიც სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.

ამავე დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, სადაც მადრიდის "რეალი" პსჟ-ს დაუპირისპირდება. უამრავი ფრანგი მამაკაცისთვის ალბათ თავსატეხია, თუ როგორ მოახერხოს ისე, რომ მატჩის ნახვაც შეძლოს და თავის საყვარელ ადამიანს გული არ დასწყვიტოს.

საფრანგეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ მათ მზა წერილი შესთავაზა, რომელსაც მამაკაცები ქალბატონებს გაუგზავნიან. წერილში წერია:

"ეს განსაკუთრებული თამაშია. ამიტომ არ მინდა დაგტანჯო ჩემი, როგორც გულშემატკივრის ყურებით. ჩვენ პარიზი გვყოფს და 28 მაისს შევხვდებით, წმინდა ჟერმენის დღეზე. ამ დღეს შეხვედრა არ
იქნება პრობლემა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2 დღის დასრულებული იქნება, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ იქნება დაწყებული", - ნათქვამია წერილში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული