უცხოური ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა

კრიშტიანო რონალდო: არ მინდა ახალი კონტრაქტის გაფორმება

AutoSharing Option
"რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ "ტოტენჰემთან" მარცხის (1:3) შემდეგ მადრიდულ კლუბთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"გავაფორმებ ახალ ხელშეკრულებას? მე კლუბთან კონტრაქტი კიდევ 4 წელი მაქვს. ეს ჩემთვის საკმარისია და არ მინდა ახალი კონტრაქტის გაფორმება, მე ისედაც კარგად ვგრძნობ თავს.

მარცხი "ტოტენჰემთან"? ჩვენთვის ეს ცუდი მატჩია, მაგრამ გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს და მოგებებიც იქნება", - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Football Espana.