ჩემპიონთა ლიგა. III ტური: სუპერჯახი სუპერგოლებით "სტემფორდ ბრიჯზე" [VIDEO]

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ ევროთასებზე მე-100 გოლი გაიტანა; ლონდონში სუპერჯახი ვიხილეთ - აქეთ აზარი, იქით ჯეკო, არ წააგო არავინ, არც მაყურებელმა; ბაქოში აზერბაიჯანელთა პირველი ლიგური ქულა გამოცხვა; პიკემ ხელით გაიტანა და გააძევეს...

გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ გუნდებს ცხრილებში პოზიცია არ შეუცვლიათ ერთი გამონაკლისის გარდა - ტურინის "იუვენტუსმა" ლისაბონის "სპორტინგს" გადაასწრო და მეორე, გამსვლელ ადგილზე დამკვიდრდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი", პსჟ და "ბარსელონა" "ბეშიქთაშსა" და "მანჩესტერ სიტის" შეემატნენ ჯერაც ქულადაუკარგავთა ელიტაში.

ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ ყოფილ გუნდს მოუგო - ლისაბონში "ბენფიკა" კურიოზული გოლის წყალობით დაამარცხა -
მარკუს რაშფორდმა საჯარიმო ისე ჩააწოდა, რომ ლისაბონელთა მეკარემ ბურთი უკვე გადასულზე დაიჭირა ხელში.

"ბარსას" მცველი ჟერარდ პიკე ბოლო დროს სულ შარშია, ახლა "ოლიმპიაკოსთან" თამაშში მან გოლის ხელით გატანა გადაწყვიტა, რისთვისაც გაძევება დაიმსახურა. 10-კაციანმა "ბარსამ" ბერძნულ კლუბს შანსი მაინც არ მისცა - 3:1. ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

ლეოს გოლი ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან ის მეასეა არგენტინელისთვის ევროთასებზე.

აი, რაც შეეხება პსჟ-ს... ეს გუნდი უკვე ძალიან დაშორდა კონკურენტებს - 9 ქულა, 12 გატანილი და არც ერთი გაშვებული ბურთი... "ანდერლეხტს" სამივე სუპერფორვარდმა გაუტანა და ბოლოს დი მარიამაც ჩაროზად მეოთხე დააყოლა.

დღის მთავარი მატჩი მართლაც დიდებული სანახავი გამოდგა "ჩელსი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ მალე ედინ ჯეკოს დუბლით "რომა" 3:2 დაწინაურდა, თუმცა კონტეს გუნდი ედენ აზარმა გადაარჩინა, რომელმაც, ჯეკოს მსგავსად, დუბლი შეასრულა.

იუპ ჰაინკესი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, მის ხელში ძველი თომას მიულერი ვიხილეთ, ვინც "სელტიკთან" მატჩში (3:0) გოლით გამოიჩინა თავი. "ბაიერნი" პსჟ-ს კვალში კი უდგას, მაგრამ კლასში მაინც დიდი სხვაობა ჩანს...

ტურინში სამივე გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, თუმცა ალექს სანდრომ თავი ავტოგოლით "გამოიჩინა" და ალეგრის ბიჭებს "სპორტინგთან" მატჩის შემოტრიალება დასჭირდათ - პიანიჩის სუპერსაჯარიმო და მანჯუკიჩის თავური და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

"ყარაბაღმა" "ატლეტიკოს" ვერ გაუტანა, მარა არც თავად გაატანინა და 10 კაცით აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის ისტორიულ შედეგს მიაღწია - პირველ ქულას ჩემპიონთა ლიგაზე.

ფაქტები
  • ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა, 97 ჩემპიონთა ლიგაზე და 3 სუპერთასზე. 100-დან 82 გოლი მან ცაციით გაიტანა, 14 - მარჯვენა ფეხით, 4 კი თავით. 100-დან 5 გოლი პირდაპირ საჯარიმო დარტყმითაა გატანილი, 16 კი შორეული დარტყმით.
  • ედინსონ კავანი (პსჟ) მესამე ფეხბურთელია, ვინც ზედიზედ 7 საჩემპიონთალიგო მატჩში გაიტანა. მანამდე ეს ვან ნისტელროიმ და კრიშტიანო რონალდომ შეძლეს.
  • ჟერარდ პიკე (ბარსელონა) ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გააძევეს (92 მატჩში).
  • არც ერთ თინეიჯერს არ გაუტანია ამდენი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე, რამდენიც კილიან მბაპეს (პსჟ) - 8.
  • არიენ რობენმა (ბაიერნი) მეასედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. მასზე წინ მხოლოდ კლარენს ზეედორფია (125).
  • "ატლეტიკომ" ლიგაზე ამ სეზონში 44 დარტყმიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით.
  • "ბაიერნმა" ევროთასებზე 250-ე მატჩი მოიგო.
  • ლიონელ მესიმ 2017 წელს უკვე 50 გოლი გაიტანა.
A ჯგუფი
ცსკა-ბაზელი 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ტ. ჯაკა (29), 0:2 ობერლენი (90)
ცსკა (3-5-2): აკინფეევი - ვასინი, იგნაშევიჩი (46. ნათხო), ბერეზუცკი - ფერნანდეში, გოლოვინი, ვერნბლომი, მილანოვი (70. კუჩაევი), შენნიკოვი - ჟამალეტდინოვი (77. ჩალოვი), ვიტინიო
ბაზელი (3-4-3): ვაჩლიკი - აკანჯი, სუხი, ბალანტა - ლანგი, ტ. ჯაკა, ცუფი, პეტრეტა - შტეფენი (87. ბუა), აიეტი (61. ობერლენი), ელიუნუსი (93. ფრანსონი)

ბენფიკა-მან. იუნ. 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 რაშფორდი (64)
ბენფიკა (4-3-3): სვილარი - დ. პერეირა, ლუიზაო, დიაში, გრიმალდო - პიცი (59. ჟივკოვიჩი), ფეისა, აუგუსტო - სალვიო (83. სერვი), ხიმენესი, გონსალვეში (69. ჟონასი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, ბლინდი - მატა (83. ლინგარდი), ანდერი, მატიჩი, რაშფორდი (76. მარსიალი) - მხითარიანი (92. მაკტომინეი) - ლუკაკუ
გაძევება: ლუიზაო (92)

B ჯგუფი
ანდერლეხტი-პსჟ 0:4 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 კავანი (44), 0:3 ნეიმარი (66), 0:4 დი მარია (88)
ანდერლეხტი (3-4-3): სელსი - დენდონკერი, კარა, დეშახტი (89. ობრადოვიჩი) - აპია, კუმსი (58. სა), ტრებელი, ონიეკურუ - გერკენსი (82. ბრუნო), ტეოდორჩიკი, ჰანი
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - ვერატი (75. ლო სელსო), ტიაგო მოტა (71. დრაქსლერი), რაბიო - მბაპე, კავანი (75. დი მარია), ნეიმარი

ბაიერნი-სელტიკი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 მიულერი (17), 2:0 კიმიხი (29), 3:0 ჰუმელსი (51)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - კიმიხი (80. რაფინია), ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - რუდი, ტ. ალკანტარა (67. ვიდალი) - რობენი, მიულერი, კომანი (78. ხ. როდრიგესი) - ლევანდოვსკი
სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - გამბოა, ლუსტიგი, ბოიატა, ტირნი - ნტჩამი, ბრაუნი - რობერტსი (78. ფორესტი), არმსტრონგი (65. როგიჩი), სინკლერი - გრიფიტსი (65. მ. დემბელე)

C ჯგუფი
ყარაბაღი-ატლეტიკო 0:0 (იხილეთ ვიდეო)
ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი (71. რჟეზნიჩაკი), გუსეინოვი, სადიგოვი, აგოლი - რიჩარდი, გარაევი - პედრო ენრიკე (69. გერიე), მიჩელი (85. ელიუნუსი), მადათოვი - ნდლოვუ
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუიში - გაიტანი (64. თომასი), საულ ნიგესი, გაბი, ფერეირა-კარასკო (72. ა. კორეა) - გამეირო (72. ფ. ტორესი), გრიზმანი
გაძევება: ნდლოვუ (75)

ჩელსი-რომა 3:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 დ. ლუისი (11), 2:0 აზარი (37), 2:1 კოლაროვი (40), 2:2 ჯეკო (64), 2:3 ჯეკო (70), 3:3 აზარი (75)
ჩელსი (3-5-2): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი - ძაპაკოსტა (77. რიუდიგერი), ფაბრეგასი, დ. ლუისი (57. პედრო), ბაკაიოკო, ალონსო - მორატა, აზარი (80. ვილიანი)
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, ფასიო, ჟეზუში, კოლაროვი - ნაინგოლანი, გონალონი, სტროტმანი (83. ფლორენცი) - ჟერსონი (74. პელეგრინი), ჯეკო, პეროტი (88. ელ შაარავი)

D ჯგუფი
იუვენტუსი-სპორტინგი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ალექს სანდრო (12 ს.კ.), 1:1 პიანიჩი (29), 2:1 მანჯუკიჩი (84)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - სტურარო (84. დ. კოშტა), ბენატია (46. ბარძალი), კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა (62. მატუიდი) - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი
სპორტინგი (4-2-3-1): პატრისიო - პიჩინი, კოატესი, მატიო, კოენტრაო (77. სილვა) - ვ. კარვალიო, ბატალია (87. დუმბია) - მარტინში (76. პალინია), ფერნანდეში, აკუნია - დოსტი

ბარსელონა-ოლიმპიაკოსი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ნიკოლაუ (18. ს.კ.), 2:0 მესი (61), 3:0 დინი (64), 3:1 ნიკოლაუ (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, უმტიტი, დინი - პაულინიო, ბუსკეტსი (80. ანდრე გომეში), ინიესტა (67. რაკიტიჩი) - მესი, ლ. სუარესი, დეულოფეუ (46. მასკერანო)
ოლიმპიაკოსი (4-3-3): პროტო - ელაბდელაუი, ბოტია, ნიკოლაუ, კუტრისი - ჟილე (55. ჯურჯევიჩი), რომაო, ზდიელარი - კარსელა-გონსალესი (65. პარდო), ოჯიჯა-ოფოე (72. ფორტუნისი), ანდრუცოსი
გაძევება: პიკე (42)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული