ჩემპიონთა ლიგა: გაწითლებული ინგლისელები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების პირველი ტური დასრულდა. დღეს, ევროპის 8 ქალაქში გამართული შეხვედრებიდან სამში მასპინძლებმა იმარჯვეს, ორში სტუმრებმა, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

იოლად მოიგეს მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ", რომლებიც თავიანთი ჯგუფების ფავორიტებად აქამდეც მიიჩნეოდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა ლივერპულში, სადაც ადგილობრივი გუნდი "სევილიას" დაუზავდა - 2:2.

საკუთარ კედლებში ითამაშა კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა, "ტოტენჰემმა", რომელმაც "დორტმუნდი" 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსაჯებმა სულ 2 წითელი ბარათი აჩვენეს და ორივე ინგლისური გუნდის ფეხბურთელებს. "ლივერპულს"
გომესი გაუძევეს, ხოლო "ტოტეჰემს" - ვერტონგენი.

საკუთარ მოედანზე ქულა აიღო გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა, "ლაიპციგმა", რომელიც საფრანგეთის ჩემპიონ "მონაკოს" დაუზავდა.

სამშაბათს "ბენფიკას" მიერ ნაჩვენები შედეგი მეორე პორტუგალიურმა კლუბმა, "პორტუმ" გაიმეორა, რომელიც ასევე საკუთარ მოედანზე დამარცხდა - "ბეშიქთაშთან" 1:3.



G ჯგუფი
პორტუ-ბეშიქთაში 1:3
გოლები:
0:1 ტალისკა 13, 1:1 ტოშიჩი 21 (ს.კ.), 1:2 ტოსუმი 28, 1:3 ბაბელი 86

ლაიპციგი-მონაკო 1:1
გოლები:
1:0 ფორსბერგი 33, 1:1 ტილემანსი 34

H ჯგუფი
ტოტენჰემი-დორტმუნდი 3:1
გოლები:
1:0 სონი 4, 1:1 იარმოლენკო 11, 2:1 კეინი 15, 3:1 კეინი 60

რეალი-აპოელ 3:0
გოლები:
1:0 რონალდუ 12, 2:0 რონალდუ 51 (პენ), 3:0 რამოსი 61

E ჯგუფი
ლივერპული-სევილია 2:2
გოლები:
0:1 ბენ იედერი 5, 1:1 ფირმინო 21, 2:1 სალაჰი 37, 2:2 კორეა 72

მარიბორი-სპარტაკი 1:1
გოლები:
0:1 სამედოვი 59, 1:1 ბოჰარი 85

F ჯგუფი
შახტარი-ნაპოლი 2:1
გოლები:
1:0 ტაისონი 15, 2:0 ფერეირა 58, 2:1 მილიკი 72 (პენ)

ფეიენოორდი-მანჩესტერ სიტი 0:4
გოლები:
0:1 სთოუნზი 2, 0:2 აგუერო 10, 0:3 გაბრიელ ჟეზუსი 25, 0:4 სთოუნზი 63
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული