"ეს ფეხბურთელები "იუნაიტედს" ძალიან დაეხმარებიან..." - რიო ფერდინანდი

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა 2 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც მისმა ყოფილმა გუნდმა რამენაირად უნდა გაიფორმოს.

"გუნდს დეკლან რაისი სჭირდება, ეს ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" მოედნის ცენტრში უპირატესობას მისცემს. ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ბელინგემის ტრანსფერი ძალიან წაგვადგება, ჯუდი "დორტმუნდის" ერთ-ერთი ლიდერია, მჯერა, რომ ის ჩვენთან მოვა" - განაცხადა რიომ.

შეგახსენებთ, ვრცელდება ჭორები, რომ კრიშტიანო რონალდოს "იუნაიტედის" დატოვება სურს, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ინგლისელების ტრანსფერები რეალური ხდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
იუნაიტედს, ცალკე აღებული, რომელიმე ფეხბურთელი არ უშველის. ის სტილი უნდა დაიბრუნოს, რომელიც ყველაზე მეტად უხდებოდა და ეფექტური იყო. ბრიტანული ფეხბურთი უნდა ითამაშონ და საკუთარ კადრებზე გააკეთონ აქცენტი, როგორც ადრე იყო.
მოურინიოს ავტობუსის და გვარდიოლას ტიკი-ტაკის მომგონი ვატირე, ფეხბურთის მრავალფეროვნების დამახინჯებისთვის. შედეგი ისაა, რომ ორმა ფეხბურთელმა გაინაწილა 15 წელში 14 ოქროს ბურთი. პელეს და მარადონას ეპოქაში არ ხდებოდა ეგეთები.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
10:39 10-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული