El Nacional: გავი შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს

AutoSharing Option
El Nacional-ის თქმით, "ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველი გავი მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა "ლივერპულში" გადავიდეს.

მერსისაიდელები ახალგაზრდა ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან. თვითონ სპორტსმენს "წითლების" თავკაცთან, იურგენ კლოპთან მუშაობა სურს.

შეგახსენებთ, გავი და "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისს გასდის, ამ მომენტისთვის კი მისი საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ესპანელმა "ბარსელონასთან" ერთად 26 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც თავი 2 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

altარაუხო და გავი "ბარსელონაში"

რჩებიან
მკითხველის კომენტარები / 1 /
60 მილიონი ევრო მთელი ბარსელონა არ ღირს. ვის რად უნდა გავი ლივერპულში. ბურთის მომტანები არ აკლიათ
ვანჩოპე
18:08 18-04-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული