ესპანური პრესა: რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება სურს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა "ასის" ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პორტუგალიელ ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს გუნდის დატოვება სურს.

"სამეფო კლუბის" მე-7 ნომერს "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს დაბრუნება, სადაც 2003-09 წლებში უკვე ასპარეზობდა.

გავრცელებული ცნობით, რონალდომ თანაგუნდელებს უკვე აუწყა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდს დატოვებს.

თავის მხრივ კი, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი შემადგენლობის სერიოზულად გადახალისებას გეგმავს.

კრიშტიანო რონალდოს მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 418 მატჩი აქვს ჩატარებული, რა დროშიც 422 გოლის ავტორი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული