"ბარსელონამ" თვალი დელე ალის დაადგა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ობიექტივში ინგლისის ნაკრების 21 წლის შუახაზელი დელე ალი მოექცა.

ოღონდ ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ კატალონიური კლუბი "ლივერპულიდან" ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას ვერ შეძლებს.

ალი "რეალისთვისაც" მიმზიდველი ფეხბურთელია. ამასთან დაკავშირებით, "ტოტენჰემის" შეფობა აპირებს, ფეხბურთელს შესთავაზოს ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება კვირაში 90 ათასი გირვანქა იქნება. ამ დროისთვის, ალი 55 ათასს იღებს.

თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ტოტენჰემელი გუნდში მეორე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება ჰარი კეინის შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული