19 წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. ლავრენტი დავითაშვილის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ემზადება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები თბილისში 3-დან 9 აპრილის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას, ესტონეთს და ყაზახეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა "მიხეილ მესხი 2"-ზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრები 18 ფეხბურთელით ემზადება.

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: მარიამ ჭრიკიშვილი (ნიკე-ლუსო), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო)

დაცვა:
თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო), ნატა კვირკვაია (კოლხეთი ხობი), ლიზი გოგალაძე (კვარტალი), ლიზი კანკია (კვარტალი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), რუსუდან მანაგაძე (გორი იუნაიტედი), მედეა ძამანაშვილი (რუსთავი)

ნახევარდაცვა/შეტევა: მარიამ მამფორია (კვარტალი), ნინი ბერიძე (კვარტალი), ლიზი დარჩიაშვილი (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო), მარიამ კაკულია (დინამო გაგრა), მარიამ ოლქიაშვილი (ნორჩი დინამო), ლიზი ცაავა (მართვე)

მატჩების განრიგი
3 აპრილი | ჩრდ. ირლანდია - საქართველო | 16:00

6 აპრილი | ესტონეთი - საქართველო | 16:00

9 აპრილი | საქართველო - ყაზახეთი | 16:00

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული