"მისი ხელფასი იმდენად დაბალია, გეტყვით და გაგეცინებათ..." - კალაძემ სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" ინტერვიუში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელზე ვილი სანიოლზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილ მცველს ვალუტა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ სანიოლის ხელფასი თვეში 20 000-ს შეადგენს.

"რას ვაფასებ ამ ადამიანში ყველაზე მეტად? მისთვის თანხა, ფინანსები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, პირიქით... რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. მისი ხელფასი 20 000-ია. დიდი შანსია, ვერ გვენახა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ ნაკრების გაწვრთნას დათანხმდებოდა", - განაცხადა კალაძემ ფრანგ სპეციალისტზე საუბრისას.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში
2021 წლის თებერვალში ჩაუდგა. ფრანგი სპეციალისტი სხვადასხვა დროს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს, "ბორდოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" (მწვრთნელის თანაშემწის რანგში) წვრთნიდა.

altყველაფერი სანიოლზე - ოცნება პოლიციელობაზე, გაძევება ბოლო წუთზე, ზიდანთან შერიგება მეუღლის თხოვნით და ტიტულები...

მკითხველის კომენტარები / 50 /
ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტს ხელი მოაწერა 2009 წლის 11 ნოემბერს. ანაღზაურება განესაზღვრა 2 500 000 ლარით წელიწადში (მაშინდელი კურსით ევროზე 2.47 = 1 012 145), თვეში ეს გამოდიოდა დაახლოებით 84 345 ევრო.

მსყიდველობითი უნარის სტანდარტული დათვლის გათვალისწინებით 2024 წლისთვის ქეცბაიას წლიური ხელფასი უტოლდება 1 762 126 ევროს, ეს თვეში უდრის დაახლოებით 146 843 ევროს.

ანაზღაურებაში არ შედიოდა მგზავრობის, გადაადგილების, სასტუმროში ცხოვრების, სპორტული ამუნიციის ხარჯები. მისი თხოვნით კონტრაქტის პირობებში შეტანილ იქნა, რომ მას არ ჰქონდა საქართველოში ცხოვრების ვალდებულება. ის ვალდებულებას იღებდა, რომ კონტრაქტის მიმდინარეობისას თავის თავზე იღებდა ასისტენტების მოძებნას და შესაბამისი ანაზღაურების გადახდას. რამდენადაც ცნობილია ორი ასისტენტი ჰყავდა, რომლებიც იცვლებოდნენ, რამდენს უხდიდა ხელფასს თითოეულს არაა ცნობილი.

ახლანდელი კონტრაქტით ქეცბაია კვიპროსის ნაკრების გაწვრთნის სანაცვლოდ იღებს 200 000 ევროს წლიურად, ცხოვრობს კვიპროსში, რეგულარულად ესწრება ჩემპიონატის მატჩებს, ყველა თამაშის შემდეგ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. ხშირად აქვს ასევე გეგმიური პრესკონფერენციები.

სხვა დეტალების მოძიებაც შესაძლებელია მაგრამ მემგონი საკმარისია.
სიმენონი
19:22 02-04-2024
0
ეს საიტი უკვე გახდა ცენზურისტი)) უბრალო ნააზრევი/ანალიზი თუ არ მოსწონთ გბლოკავენ და ამ დროს სტატიებს წერენ თავისუფალ სიტყვაზე და ა.შ.
თაზო
16:54 02-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული