"ასეთი ემოცია არასდროს მქონია, მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, მათი დიდი დამსახურებაა, რაც მოხდა!" - კახა კალაძე

AutoSharing Option
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ერთა ლიგის ფინალში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს გამოეხმაურა.

"უბედნიერესი ადამიანი ვარ, მთელ საქართველოს ვულოცავ. ესაა ისტორია, რომელიც დაიწერა. ამისთვის ვიბრძოდით ათეული წლები. დღეს ამაყი და ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს, როგორც ფეხბურთელებით, ასევე გულშემატკივრებით, მათიც, ვინც ვერ დაესწრო. მიყვარხართ და სულ ასეთ სიხარულს გისურვებთ, მთელ ქვეყანას!", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ისტორიაში პირველად მოახერხა.

altაბა ულა - საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება! [VIDEO]

ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ