ქართული ფეხბურთის მომავალი მარგალიტი - 17 წლის მცველი, რომელიც "ბაიერნმა" გამოარჩია

AutoSharing Option
"საბურთალოს" 17 წლის ფეხბურთელმა გიორგი ნიკოლაიშვილმა მიმდინარე თვეში "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდში ივარჯიშა. როგორც გავარკვიეთ, მიუნხენურ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

გიორგის მისი მწვრთნელები შრომისმოყვარე და პერსპექტიულ ფეხბურთელად ახასიათებენ. სწორედ მისი შრომისმოყვარეობა გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი "რეკორდმაისტერმა" უამრავ მოთამაშეს შორის გამოარჩია.

მოგეხსენებათ, "ბაიერნს" თავადაც დიდებული აკადემია აქვს, რომელსაც უამრავი ცნობილი ფეხბურთელი აღუზრდია, ისეთები, როგორებიც ფრანც ბეკენბაუერი, ფილიპ ლამი და დიტმარ ჰამანი არიან.

ნიკოლაიშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია, მას საქართველოს 16, 17 და 18+წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

აღსანიშნავია
ერთი გარემოებაც, იგი გერმანიაშია დაბადებული და 5 წლის ასაკამდე სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობდა. შესაბამისად, გიორგის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ "ბაიერნს" ნიკოლაიშვილის გაფორმება 18 წლამდეც შეუძლია.

შეგახსენებთ, "ბაიერნის" რიგებში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე ირიცხება, 18 წლის ნახევარმცველი ამჟამად იჯარის წესით "ადმირაშია" განათხოვრებული.

იმედი ვიქონიოთ, რომ მალე ყველაფერი ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთოდ გადაწყდება და ნიკოლაიშვილს მსოფლიო ფეხბურთის გრანდში ვიხილავთ.

ფოტო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
სასწაულები ხართ რაა
ბეკენბაუერის და ჰამანის გარდა ბაიერნის აკადემიაში არავინ გაგიგიათ?
Dato
17:04 23-01-2024
0
არ ეღირსა ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ფეხბურთისთვის მოიცლის თუ არა, ტალანტები ისეთები გვყავს ციდან ვარსკვლავებს გლეჯენ.
ჟორა
15:53 23-01-2024
0

სიახლეები პოპულარული