ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი გამარჯვებით დაასრულა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი პორტუგალიის ნაკრები 2:1 დაამარცხა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ნახევრის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიში მეორე ტაიმის დებიუტში გახსნა. 33-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძის პასით ანგარიში ჩიმბამ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 38-ე წუთზე გიორგი ღავთაძემ გაიტანა.

nakrebi.ge