ფუტსალი - საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში მეხუთე მატჩი გამართა.

ერევანში, სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა.

ელიტ რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

nakrebi.ge