"მასზე მეუბნებოდნენ, რომ სრულყოფილი არ იყო, თუმცა..." - მოსწავლისა და მასწავლებლის თბილი შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 დეკემბერს, ქალაქ მილანში იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის (AIC) დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ვიქტორ ოსიმენს გადასცეს, ხოლო სეზონის საუკეთესო გოლისთვის ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას ერგო.

აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა "ნაპოლის" ყოფილი თავკაცი ლუჩანო სპალეტი, ტოსკანელი სპეციალისტი და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთს თბილად მიესალმნენ.

დაჯილდოების შემდეგ სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც მის შეძენას განვიხილავდით, რუსეთში რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე. ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, რომ სრულყოფილი არ იყო, თუმცა საოცარი თვისებები და დიდი პოტენციალი ჰქონდა. ერთხელ ვარჯიშზე ჯოვანი დი
ლორენცოს ვკითხე: "დილო", როგორი ბიჭია? მან კი მიპასუხა: მისტერ, გთხოვ, მეორე ფლანგზე ათამაშე".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-5 ადგილზეა.

altკვარაცხელიას 6 მატჩი, შესაძლო მეტოქე მერვედფინალში და სხვა ქართველები - რა გველის დეკემბერში...

altდაჯილდოება მილანში: ოსიმენი - საუკეთესო ფეხბურთელი; კვარაცხელია - საუკეთესო გოლის ავტორი; "ნაპოლი" - საუკეთესო გუნდი [VIDEO]

alt"კვარამ" დაცვაში არ უნდა ირბინოს - დე ლაურენტისის პროექტი ჩავარდა" - ნეაპოლში ვნებათაღელვაა, ფედელე კი სიმართლეს ამბობს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰა აბა სექტა შემოიხიეთ ყველაფერი,გაიგლიჯეთ ყველა ბეწვი ტანზე!გაიგეთ რა თქვეს?არ არის სრულყოფილიო.რაღა თქვენ და რაღა მეფე ნარუმანის სექტა
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
21:12 05-12-2023
14
სრულყოფილი ფეხბურთელი იცი რა ღირს ან იცი ხელფასი რამდენი აქვს????
რონი
19:08 05-12-2023
0

სიახლეები პოპულარული