ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ-რაუნდის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სომხეთი 2:1 დაამარცხა. შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ავთანდილ ასათიანს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ჩატარებული 100 მატჩისთვის სამახსოვრო მაისური სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გადასცა.

ნამატჩევს nakrebi.ge-სთან კომენტარი ავთანდილ ასათიანმა და საქართველოს ნაკრების წევრმა ირაკლი თოდუამ გააკეთეს.

ავთანდილ ასათიანი: „სომხეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რაც მოედანზეც დადასტურა. რეალისტები უნდა ვიყოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. დღევანდელი გამარჯვება ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ამ გზაზე. წინ ბევრი თამაშია და მთავარია
ეს მუხტი შევინარჩუნოთ. ხუთ დღეში პორტუგალიასთან გველის რთული თამაში და ბევრი უნდა ვიშრომოთ. თუ მომავალშიც ამდენი მაყურებელი ივლის ჩვენს თამაშებზე, დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად დავამარცხებთ.

100 მატჩი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ბედნიერი ვარ, თუ პატარა აგური მაინც მაქვს დადებული ჩემი ქვეყნისთვის“.

ირაკლი თოდუა: "სომხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია. დაიმატეს ლეგიონერები და საკმაოდ თანაბარი თამაში გამოვიდა. სამი ქულა ავიღეთ და გეგმა შევასრულეთ. ახლა უკვე პორტუგალიაში გასამართ თამაშზე ვფიქრობთ. მოხარულები ვართ დღეს მოპოვებული გამარჯვებით, თუმცა გზა გრძელდება და ვეცდებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული