ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდს სომხეთთან მატჩით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის პირველ მატჩს 15 სექტემბერს გამართავს. თბილისის სპორტის სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა მატჩის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენ გუნდს დებიუტანტი, ვალერიო ბარბოსა დე ლიმა, იგივე ჩიმბა შეუერთდა.

მოახლოებული თამაშის შესახებ მედიასთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და გუნდის კაპიტანმა, ზვიად კუპატაძემ გააკეთა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი): "მხოლოდ ორი დღეა, რაც სრული შემადგენლობით ვვარჯიშობთ.
პირველი მატჩი ყოველთვის რთულია და მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი გვყავს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. საკუთარ კედლებში ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება. აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ სომხეთის ნაკრები, ამის შემდეგ კი, პორტუგალიასთან თამაშზე ვიფიქრებთ. ამ ფორმაციის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდი პირველია. ეს გამოწვევაა, რომლისთვისაც ბიჭები მზად არიან".

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): "მინდა გულშემატკივარს ვთხოვო გავავსოთ დარბაზი და ვაჩვენოთ პატივისცემა ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს დავიმსახურეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და ნაჩვენები შედეგებით. არავინ წასულა თბილისში თამაშიდან გაწბილებული ან იმედგაცრუებული. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ".

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ირაკლი თოდუა (ნიუვ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თალესი (კასკაველი, ბრაზილია), ფერნანდო (ჯოინვილი, ბრაზილია) შაგინია (მალიორკა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (მალიორკა, ესპანეთი), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)

მატჩების განრიგი

14 სექტემბერი | საქართველო - სომხეთი | 20:00

21 სექტემბერი | პორტუგალია - საქართველო | 00:30

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
აქ უყურეთ https://www.youtube.com/watch?v=h7t0FhvLDZc
გულშემატკივარი
20:35 15-09-2023
0
სომხებს, რომ ჩვენნაირი გუნდი და მოგების შანსი ჰქონოდათ, ერევნის ცენტრში გრანდიოზულ ეკრანს დადგავდნენ და ჩვენ ტელევიზორშიც არ ვაჩვენებთ?
გიორგი 50
18:15 15-09-2023
0

სიახლეები პოპულარული