ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" ევროპა ლიგაზე გავიდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „ყარაბაღი“ სახლში „ოლიმპიას“ დაუზავდა - 1:1.

აზერბაიჯანულ გუნდს, რომლის კარსაც კვლავ ლუკა გუგეშაშვილი იცავდა, პირველი შეხვედრა სლოვენიაში 2:0 ჰქონდა მოგებული, ორი თამაშის ჯამში გაიმარჯვა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

გუგეშაშვილმა ისევ კარგად ითამაშა, ერთხელ აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი, როდესაც პედრუს არ გაატანინა, გაშვებულ გოლში კი ბრალი არ მიუძღვის.

ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“
ყარაბაღი - ოლიმპია 1:1
გოლები: 1:0 ბაირამოვი (24, პენ), 1:1 დიოგო პინტო (36)

ასევე დაგაინტერესებთ