გუგეშაშვილმა სლოვენიაში გაიბრწყინა - "ყარაბაღი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ყარაბაღმა“ სლოვენიაში“ „ოლიმპია“ 2:0 დაამარცხა.

აგდამური გუნდის კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავდა. Azerisport-მა მიმოხილვაში აღნიშნა, მწვრთნელმა გურბან გურბანოვმა, როგორც ჩანს, შახრუდინ მაგომედალიევის ზედმეტ შეცდომებს თავი აარიდა, რასაც შეიძლებოდა გაშვებული გოლი მოჰყოლოდა და ამიტომ ათამაშა გუგეშაშვილი. არც შემცდარა, გამოცემის ცნობით, ქართველი მოწოდების სიმაღლეზე იყო და რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი. მან ყვითელი ბარათი მიიღო.

Flashscore-მა ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება, 8 ქულა, სწორედ ლუკას დაუწერა, მის თანაგუნდელებს, გოლების ავტორებს კევინ მედინას და ლეანდრო ანდრადეს კი - 7.7-იანები.

საპასუხო
შეხვედრა 31 აგვისტოს ბაქოში გაიმართება.

ლიუბლიანა. „სტოჟიცე“. 7 000 მაყურებელი
ოლიმპია - ყარაბაღი 0:2
გოლები: 0:1 მედინა (32), 0:2 ლეანდრო ანდრადე (44)
გაძევება: სუალე (90+5, ოლიმპია)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლაივბალზე ბევრ ვეცადე,დაბლოკილი არ იყო,მაგრამ არაფრით არ გაიხსნა.
სოსო
14:54 25-08-2023
0
უკეთეს ლიგაში უნდა გადავიდეს უკვე დროა
gigi
14:24 25-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული