გუგეშაშვილს "ყარაბაღში" კიდევ ერთი კონკურენტი ეყოლება

AutoSharing Option
„ყარაბაღი“, რომლის ღირსებასაც 24 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი იცავს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში სლოვენიის „ოლიმპიას“ დაუპირისპირდება. ევროტურნირების მატჩებში გამოცდილი შახრუდინ მაგომედალიევი თამაშობს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში კი - ქართველი.

ახლა კლუბმა ზაფხულში "ბაიერიდან" აბარგებული 31 წლის რუსი მეკარე ანდრეი ლუნევი დაიმატა, რომელმაც ლევერკუზენელთა რიგებში ორ სეზონში ყველა ტურნირზე 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის ადრე „ზენიტის“ კარის დარაჯი იყო და სამჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი.

ლუნევის პირველმა მწვრთნელმა დმიტრი გულენკოვმა azerisport-ს განუცხადა, რომ ამ ტრანსფერის გამო შოკშია, ვინაიდან იქ „შახია“ (შახრუდინ მაგომედალიევი), ორი წლის უთამაშებელი ლუნინი
უშანსოდაა, აგდამურ გუნდში არ უნდა წაბოდიალებულიყო, მაგრამ იქ უფრო მეტი გასამრჯელო ექნება, ვიდრე რომელიმე რუსულ გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი მეკარეა ლუკა.უნდა გადავიდეს სხვა გუნდში მანდ ყარაბახში გაუჭირდება ძირითადი მიუხედავად იმისა რომ გულშემატკივრები ვერ იტანენ უკვე შახრუდინს ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს.
შახრუდინი
13:16 21-08-2023
0
წამოდი რა ლუკა, მარტო ფულში ხომ არაა, საქმე მამარდაზე ნაკლები მონაცემები არ ააქ, უწყვეტი პრაქტიკა უნდა ახლა ამას, და არა შხრუდინას დუბლიორობა.
ტტტ
13:05 21-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული