"ასტანას" მწვრთნელი: დასახული ამოცანის გადასაჭრელად და ქომაგების გასახარებლად მზად ვართ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ასტანას" მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა ისაუბრა.

- პირველი შეხვედრის შემდეგ ჩვენს მეტოქეს შესანიშნავად ვიცნობთ. უკვე გულშემატკივრების მხარდაჭერის სახით უპირატესობა არ გვექნება. თამაში გავაანალიზეთ, გარკვეული სამუშაო გავწიეთ, სწორი დასკვნები გამოვიტანეთ. ჩვენ ხვალინდელი მატჩისთვის, დასახული ამოცანის გადასაჭრელად და ქომაგების გასახარებლად მზად ვართ.

- გუნდს ახალი ფეხბურთელები შეუერთდნენ - მაროჩკინი, ლონჩარი და ტომაშევიჩი. როგორია მათი თამაშის შანსები?
- ცვლილებები აუცილებლად იქნება. კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება, რათა ვნახოთ, ვის შეუძლია თამაში.

- "დინამოს" რა
უპირატესობა შეიძლება აღინიშნოს? როგორ ითამაშებს "ასტანა" - დაცვიდან თუ შეტევაში?
- როგორც პირველმა დაპირისპირებამ დაგვანახა, ბალანსირებულად თამაში გვჭირდება. ყველაზე მთავარია - როგორ ვიცავთ თავს, როდესაც "დინამო" ბურთითაა. ყველა ფაზაში სწორად მოქმედება გვმართებს, დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ უნდა ვეცადოთ. ვიცით, სერიოზული მეტოქე გვყავს, ამოცანის გადასაჭრელად 200%-ით უნდა დავიხარჯოთ და ორგანიზებულად ვითამაშოთ.

- პირველი შეხვედრის შემდეგ თქვით, რომ შანსები 50/50-ზეა. ახლა რაიმე შეიცვალა?
- ისევ 50/50-ზეა, თუმცა მასპინძლებს უპირატესობა გულშემატკივრების მხრივ აქვთ; მაგრამ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.

- თბილისის "დინამოს" რომ ყაზახეთის ჩემპიონატზე ეთამაშა, რომელი ადგილის პრეტენდენტი იქნებოდა?
- ეს გუნდი გადასვლით ფაზებში ბურთის კონტროლით ძალიან კარგად თამაშობს. რომელ ადგილზე იქნებოდა? ძნელი შესაფასებელია, ვფიქრობ, პირველ სამეულში მოხვედრის პრეტენდენტი იქნებოდა.

- არის თუ არა პრემიალურები ჯგუფურ ეტაპზე გასვლისათვის, ყოველი შესარჩევი ეტაპის გადალახვისათვის და "დინამოს" დამარცხებისათვის?
- არის პრემიალურები ჯგუფურ სტადიაზე მოხვედრისათვის. არის პრემიალურები ცალკეული მატჩებისათვის. ცალკე პრემიალურები თბილისის "დინამოს" დამარცხებისთვის - არ არის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაი ბაბა! დინამო იგებს
1
ეჰ, დინამო, დინამო... იყო დრო, ევროპაში ვიყავით პირველ სამეულში.
ქუთაისი
12:04 19-07-2023
1

სიახლეები პოპულარული