სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" გასვლაზე "ასტანას" დაუზავდა (1:1). შეხვედრის შემდეგ მოკლე კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გააკეთა:

"მოგესალმებით. პირველი მატჩი დასრულდა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. 19-ში ყველას "დინამო არენაზე" გელოდებით. შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი".

საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს თბილისში გაიმართება.